tom soieris tavgadasavali (1).pdf


Preview of PDF document tom-soieris-tavgadasavali-1.pdf

Page 1 2 3 456164

Text preview


_ ის ხომ ვერც შეამჩნევდა, სიდი რომ არ ყოფილიყო. ხათაბალაა, დეიდა ხან შავ ძაფს ხმარობს, ხან
თეთრს. სად დავიხსომო! ერთით მაინც კეროს! სიდს კი ამის გულისათვის მაგრა მივბეგვავ!
სინდისსა ვფიცავ, ჭკუას ვასწავლი!
ორ წუთსაც არ გაევლო, რომ ტომმა გულიდან გადაიყარა დარდი. იმიტომ კი არა, რომ იგი
ნაკლებად მძიმე და მტკივნეული იყო, ვიდრე მოზრდილი ადამიანების დარდი. არა, მთელ მის
არსებას დაეუფლა რაღაც ახალი მისწრაფება, რამაც დაიმორჩილა ყველა დანარჩენი. სწორედ ასე
ავიწყდებათ მოზრდილებსაც თავიანთი ჭირ-ვარამი, როცა რაიმე ახალი წამოწყების ხალისი
შეიპყრობთ. საქმე ის იყო, რომ ტომმა ერთი ზანგისაგან რაღაც უცნაური სტევნა ისწავლა და
დიდი ხანია ოცნებობდა თავისუფლად ევარჯიშა. ზანგი ჩიტების ჭიკჭიკს ბაძავდა, რისთვისაც
დროგამოშვებით ენას სასას აბჯენდა. თუ მკითხველს ბავშვობაში გამოუცდია, ალბათ,
გაახსენდება, როგორ ახერხებენ ასე სტვენას. გულისყურისა და მუყაითობის შემწეობით ტომი
მალე მიხვდა ამ საიდუმლოებას და ახლა მხიარულად მიაბიჯებდა ქუჩაში. მისი ბაგენი მუსიკას
აფრქვევდნენ, სული კი მადლიერების გრძნობით აღვსოდა. ის ვარსკვლავთმრიცხველს
მოგაგონებდათ, რომელმაც ახალი მნათობი აღმოაჩინა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მისი
სიხარული უფრო გულწრფელი და ძლიერი იყო.
ზაფხულის საღამოები გრძელია; ჯერ არ დაბნელებულიყო. უცებ ტომმა სტვენა შეწყვიტა. მის
წინ ვიღაც უცხო ბიჭი იდგა. ცოტა მასზე მაღალი. უცხო პირის გამოჩენა პატარა ქალაქ სანკტპეტერბურგში, ბუნებრივია, გაკვირვებას გამოიწვევდა. მით უმეტეს, რომ ბიჭი კარგად იყო
ჩაცმული, ისიც სამუშაო დღეს! თავზე კოხტა ქუდი ეხურა; ყველა ღილზე შეკრული ლურჯი
მაუდის სუფთა და ახალთახალი ქურთუკი და შარვალი კარგად ადგა ტანზე; ყველა ღილზე
შეკრული ლურჯი მაუდის სუფთა და ახალთახალი ქურთუკი და შარვალი კარგად ადგა ტანზე;
ფეხსაცმელებიც ეცვა, თუმცა უქმე დღე არ იყო; ღია ფერის ყელსახვევიც შეება. საერთოდ, უცხო
ყმაწვილს, მით უფრო ცხვრის უბზეკდა და ამით აგრძნობინებდა, ძალზე მეზიზღება
გამოწკეპილი ბიჭებიო. ერთმანეთისათვის ხმა არ გაუციათ, მაგრამ როგორც კი ერთი
გადაადგამდა ნაბიჯს, მეორეც მიჰყვებოდა. ერთმანეთს პირისპირ უდგნენ და თვალი თვალში
გაეყარათ; ბოლოს, ტომმა დაილაპარაკა:
_ მე შემიძლია, კარგად მიგბეგვო.
_ აბა, ერთი სცადე.
_ მიგბეგვავ კიდეც.
_ ვერ შეძლებ!
_ არა, შევძლებ.
_ არა, ვერ შეძლებ!
_ შევძლებ!
_ ვერ შეძლებ!