BTC Blockchain da saqarTvelo (PDF)




File information


Author: temo

This PDF 1.5 document has been generated by Microsoft® Word 2013, and has been sent on pdf-archive.com on 31/01/2018 at 14:02, from IP address 95.104.x.x. The current document download page has been viewed 544 times.
File size: 2.76 MB (44 pages).
Privacy: public file
















File preview


თემური კურცხალია

ბიტკოინი, ბლოკჩეინი და საქართველო

1

წინასიტყვაობა

ნაშრომი წარმოადგენს 21-ე საუკნის თანამედროვე გამოწვევების მოკლე და სუბიექტურ ანალიზს,
კერძოდ ბლოკჩეინსა და მის გარშემო წარმოშობილ დიდ ინტერესს, შედეგებს და მიზნებს, რომლებიც
ჩვენ თავის დროზე უნდა გავიაზროთ და გავერთიანდეთ იმ ცვლილებების დასახვედრად, რომელთანაც
ჩვენ და ჩვენს მომავალ თაობას აუცილებლად მოუწევს ადაპტირება.
გარდა იმისა, რომ ამ სიახლეების გააზრებას ჩვენი ეკონომიკური სარგებელი მოჰყვება,
ვალდებულები ვართ ფეხი ავუწყოთ თანამედროვე გამოწვევებს და წვლილი შევიტანოთ ქვეყნის
მსოფლიო მასშტაბით წარმოჩინებისათვის.
მცირე ანალიზით მსურს გიჩვენოთ ჩემი თვალით დანახული დღევანდელი რეალობა, ჩვენი
პოტენციალი, ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობები და ჩვენი მომავალი თანამედროვე გამოწვევის,
ბლოკჩეინის წინაშე.
აღვნიშნავ, რომ ნაშრომი მოიცავს განხილვას კონკრეტული, ბიტკოინის ბლოკჩეინისა და ბიტკოინის
თავისებურებებს, ვინაიდან დღეს უამრავი სახის და ფუნქციის მქონე ბლოკჩეინი (ასევე მსგავსი
ტექნოლოგია) და მასზე დაშენებული სისტემები არსებობს, შემოვიფარგლები მხოლოდ ყველასთვის
ცნობილი ბიტკოინის მაგალითით, იმისთვის რომ ახალგაცნობიერებულმა ადამიანებმა შედარებით
მარტივად გაიაზრონ თუ რა ტექნოლოგია იბადება ჩვენს ცხოვრებაში.
ასევე, დროის შეზღუდულობიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო ბიტკოინის, ბლოკჩეინის და მის
გარშემო არსებული სიახლეების სიღრმისეული ანალიზი, რასაც აუცილებლად გამოვასწორებ მომავალ
ნაშრომში.
იმედი მაქვს ჩემი მიმოხილვა იქნება მცირედი შედეგის მომტანი მაინც თქვენთვის, წინასწარ დიდ
მადლობას გიხდით მისი გაცნობისთვის და გისურვებთ ნაყოფიერ საქმიანობას როგორც თქვენთვის,
ასევე ჩვენი სამშობლოსთვის.

2

გაფრთხილება
ნაშრომში აღწერილი მოქმედებები(ინვესტიცია,ტრეიდინგი,მაინინგი) შეიცავს გარკვეულ ფინანსურ
რისკებს, რის შედეგადაც შესაძლოა დამწყებმა ინვესტორმა განიცადოს ფინანსური სახის ზარალი.
ავტორი მაქსიმალურად ობიექტურად განიხილავს არსებულ რისკებს, რითაც ცდილობს აარიდოს
დამწყებ ინვესტორს ფინანსური ზარალი,მაგრამ ვერ იღებს პასუხისმგებლობას არსებული და/ან
ფარული რისკების შეფასებაზე.
ასევე ტექსტი შეიცავს რეფერალურ ბმულს (იხ. განმარტება გვ ) ,ავტორის ინტერესების
გათვალისწინებით , ვინაიდან წიგნი წარმოადგენს უფასოდ შექმნილ , საჯარო ნამუშევარს და
ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისათვის.
მკითხველისთვის ადვილად აღსაქმელად, სისტემის ქცევის აღწერა შესაძლოა არ წარმოადგენდეს
სრულ რეალობას, მაგრამ არ ეწინააღმდეგებოდეს ძირითად პრინციპს.

3

განხილული თემები

ფული --------------------------------------------------------------------------------------------------------- 5
ახალი ეპოქა --------------------------------------------------------------------------------------------------- 9
ფულის დღევანდელი სახე ---------------------------------------------------------------------------------- 10
ახალი დანაწილება ------------------------------------------------------------------------------------------- 14
ბლოკჩეინი ----------------------------------------------------------------------------------------------------- 15
გამოღვიძება --------------------------------------------------------------------------------------------------- 18
კრიპტოვალუტა და მისი თვისებები ----------------------------------------------------------------------- 19
ბიტკოინი, როგორც ფულადი ღირებულება --------------------------------------------------------------- 20
მაინინგი და მისი სახეები ------------------------------------------------------------------------------------ 21
პული ჩვენი არსობისა ----------------------------------------------------------------------------------------- 25
ICO წინასწარი მონეტის შეთავაზება ------------------------------------------------------------------------ 26
ბნელი მხარე ---------------------------------------------------------------------------------------------------- 28
მოქმედების გეგმა ---------------------------------------------------------------------------------------------- 29
რისკები ---------------------------------------------------------------------------------------------------------- 34
პირამიდული სქემა --------------------------------------------------------------------------------------------- 36
ერთდონიანი და მრავალდონიანი მარკეტინგი ------------------------------------------------------------- 38
რეფერალური ბმული ------------------------------------------------------------------------------------------ 40
სახელმწიფოს როლი ------------------------------------------------------------------------------------------- 41
რეგულაციები --------------------------------------------------------------------------------------------------- 43
დასკვნითი ნაწილი ---------------------------------------------------------------------------------------------- 44

4

ფული
დიდი განმარტება და ფილოსოფია არ ჭირდება იმას,თუ რა არის ჩვენთვის ფული. მინდა
მოგახსენოთ, რომ არ მაქვს მაღალი დონის ეკონომიკური განათლება და საკუთარი სიტყვებით აღვწერ
მის თვისებებს.
იგი არის საქონლის ღირებულების განმსაზღვრელი ერთეული, ანუ მისი საშუალებით შეგვიძლია
მივიღოთ საქონელი ან მომსახურება.
რა განსაზღვრავს ფულის ფასს?
ფულის,იგივე ვალუტის ღირებულება განისაზღვრება ბრუნვაში ჩაშვებული ოდენობით, მისი
დაცულობით(გაყალბებისგან) , მოქნილობით, დახურდავების სიმარტივით და ა.შ
თავიდან მიმოქცევაში იყო ძვირფასი ლითონების ფული (ოქრო,ვერცხლი) , ვინაიდან ამ ლითონების
ოდენობა ასე თუ ისე შეზღუდული იყო, ისინი ასევე საკულტო დანიშნულების ლითონებს
წარმოადგენდნენ, ასევე წარმოადგენდნენ ქვეყნის სახეს, მისი მეფის , სახელმწიფო სიმბოლიკის თუ
ღვთაების გამოსახულებით.

5

ფულის განვითარების შემდეგი ეტაპი ქაღალდის ბანკნოტი იყო, იგი წარმოადგენდა ბანკის კუთვნილ
ფასიან ქაღალდს, რომელიც მათი დამცავი ნიშნით იყო არჭურვილი და კონტროლდებოდა ბანკის მიერ.

განვითარების შემდეგ ეტაპზე გაჩნდა კომპიუტერი, შეიქმნა ინტერნეტი, მსოფლიო ქსელი, სადაც
კომპიუტერებს შეეძლოთ ერთმანეთთან ინფორმაციის გაცვლა.
ეს სიახლე ნელ-ნელა აითვისეს ბანკებმა, შექმნეს საშუალება რომ სახელმწიფო ფულს ემოძრავა
ელექტრონულადაც, ანუ აღარ იყო საჭირო ფულის მთლიანი სახით დაბეჭდვა, შესაძლო იყო მისი
ელექტრონულადაც შენახვა.

6

მოვედით ამ ეტაპამდე, სადაც აღარ გვიწევს ჩვენი დანაზოგების და ხელფასების ფიზიკური ტარება,
ჩვენ შეგვიძლია მარტივად გამოვიყენოთ საბანკო ელექტრონული ბარათი, რომელიც ატარებს იმის
მტკიცებულებას, რომ კონკრეტული ოდენობის თანხა ჩვენ გვეკუთვნის და ამ თანხის გამოყენება
შეგვიძლია სუპერმარკეტებში, ბენზინ-გასამართ სადგურებზე თუ ტრანსპორტში.

ასეთი სახის ფული უკვე დიდი ხანია ჩვენს ცხოვრებაში შემოიჭრა. 21-ე საუკუნეში დაბადებული
ადამიანებისთვის ეს ყოველდღიური რეალობაა, თუმცა უფროს თაობას ემახსოვრება თუ როგორ
ძნელად მიიღო ეს ახალი ხილი, როგორი უნდობლობა ჰქონდა თავიდან ამ ბარათების მიმართ,
რომელზეც ვირტუალური, ხელით შეუხებელი ფული ინახებოდა.
თუმცა გავიდა წლები და ეს ჩვეულებრივ, ყოველდღიურ რეალობად იქცა.

7

ალბათ მიხვდებოდით, საით მიდის ჩემი საუბარი, მე უბრალოდ მინდა უფრო ნათლად დაგანახოთ
საიდან მოვედით და საით მივდივართ. უკვე ყველასთვის ნათელია რომ მსოფლიო მასშტაბით, თითქმის
ყველა ადამიანის საქმიანობის სფეროში, შემოდის ახალი, ციფრული ერა, ეს გარდაუვალი მომავალია.

დღევანდელი არსებული ნებისმიერი საქმიანობა, პირდაპირ თუ ირიბად, მაინც უკავშირდება
ინტერნეტს.

8

ახალი ეპოქა
ამ პერიოდს თამამად ვუწოდებ მსოფლიო ეკონომიკისთვის ახალ სამყაროს, ახალი სიტყვის
დასაწყისს ჩვენთვის და ტექნოლოგიურ გარღვევას.
საქმე ეხება 2008 წელს ერთ-ერთ პოპულარულ ფორუმზე გამოქვეყნებულ იდეას, რომ შეიქმნას
ხალხის ფული,რომელიც იქნება თავისუფალი შუამავლისგან, ანუ იგი A პიროვნებისგან C ს გადაეცეს
ყოველგვარი B შუამავლის გარეშე.
იაპონელმა ანონიმურმა პიროვნებამ/პიროვნებებმა საჯაროდ გამოაქვეყნა ალგორითმი ,
პროგრამული კოდი, რომელიც აღწერდა ბიტკოინს(Bitcoin), როგორც ციფრულ ფულს და მისი
მიმოქცევის და დაცვის საშუალებას,მისი შენახვის პლატფორმას, ბლოკჩეინს (Blockchain).

პირველ რიგში მინდა თქვენთვის და ჩემთვის ადვილად გასაგები გახდეს თითოეული ახალი ტერმინი:
ალგორითმი ნიშნავს ერთგვარ ფორმულირებულ ამოცანას, რომელიც შეგვიძლია გამომოთვლელ
კომპიუტერს შევასრულებინოთ. ალგორითმი არის მათემატიკური ფორმულა, რომელიც წარმოადგენს
რაიმე ამოცანის გადაჭრის გზას.
ბიტკოინს თუ სიტყვასიტყვით განვმარტავთ , ბიტი(bit) ნიშნავს ორობითი სისტემის საზომ
ერთეულს, რომელიც უდრის ან 0 ს, ან 1 ს, ხოლო კოინი(coin) არის მონეტა. საერთო ჯამში კი მივიღეთ
„ციფრული მონეტა“.
ბლოკჩეინი (Blockchain) გახლავთ ბლოკების ჯაჭვი, ერთიანი ბლოკების ნაკრები, სადაც თითოეული
ბლოკი მიბმულია მის წინაპარ ბლოკზე, ხოლო მათში ინახება ტრანზაქციების სია.

ამ სისტემამ 2009 წელს დაიწყო ფუნქციონირება და დღემდე იზრდება მისი პოპულარობა, სანდოობა და
საიმედოობა. ფაქტია, რომ ის ჩვენი დღევანდელობის შეცვლაში დიდ როლს ითამაშებს.

9






Download BTC-Blockchain da saqarTvelo



BTC-Blockchain da saqarTvelo.pdf (PDF, 2.76 MB)


Download PDF







Share this file on social networks



     





Link to this page



Permanent link

Use the permanent link to the download page to share your document on Facebook, Twitter, LinkedIn, or directly with a contact by e-Mail, Messenger, Whatsapp, Line..




Short link

Use the short link to share your document on Twitter or by text message (SMS)




HTML Code

Copy the following HTML code to share your document on a Website or Blog




QR Code to this page


QR Code link to PDF file BTC-Blockchain da saqarTvelo.pdf






This file has been shared publicly by a user of PDF Archive.
Document ID: 0000728469.
Report illicit content